ბარბოტაჟული სარეცხი მანქანა
ბარბოტაჟული სარეცხი მანქანა განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტების - ხილის, ბოსტნეულის და მწვანილის სამრეწველო მეთოდით გასაწმენდად.
გამოიყენება როგორც ცალკეული დანადგარი ან საწარმო ხაზის შემადგენელი ნაწილი.
მუშაობის პრინციპი:
• ნედლეული უწყვეტად მოეწოდება წყლით სავსე აბაზანაში.
• იქ ხდება მისი პირველადი რეცხვა ბარბოტაჟის (ცივი დუღილის) მეთოდით - ტუმბოთი მიწოდებული ჰაერის ხარჯზე.
• რეცხვის პროცესში ხდება პროდუქტისგან მიწისა და სხვა სიბინძურის მოშორება.
• საბოლოო რეცხვა ხდება ტრანსპორტიორის ლენტაზე, სადაც ნედლეული ირეცხება წნევით მიწოდებული წყლის ჭავლით.
დანადგარი მთლიანად მზადდება უჟანგავი ფოლადისგან.
არ სჭირდება სპეციალური მონტაჟი, ადვილი და სანდოა ექსპლუატაციაში.
გაბარიტები და წარმადობა განისაზღვრება კლიენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.