წვრილმანი რომლის გარეშეც საწარმო გაგიჩერდება
არავისთვის საიდუმლო არ გახლავთ, რომ ნებისმიერი ტიპის საწარმო აღჭურვილია დანადგარებით, რომელთა ექსპლუატაციის შედეგად მათ ბუნებრივი ცვეთა აზიანებთ. მოგეხსენებათ, პირველი რაც ზიანდება ნებისმიერ დანადგარში ეს არის ის მამოძრავებელი ნაწილები, რომელთაც ხშირად უწევთ ხახუნის ატანა ან თუნდაც ისეთ გარემოში მუშაობა (მაღალი სიმჟავის, ტემპერატურის, მზის და ა.შ.) სადაც მათი სიცოცხლისუნარიანობა სწრაფად მცირდება.
ეს გახლავთ:
- სხვადასხვა ტიპის კბილანა ღვედები, ბრტყელი (ტრანსმისიული), მრგვალი ან V ტიპის ღვედები, რომელნიც მოძრაობის ან ძალის გადაცემას ახორციელებენ.
- საკისრები, რომელთა პერიოდული შეზეთვაა საჭირო მუდმივი ტრიალის გამო.
- ძრავები, რომელზე მოსული დატვირთვაც ზოგჯერ შეიძლება ნორმას აჭარბებდეს და ამან დაზიანება ან გადაწვა გამოიწვიოს.
- კონვეიერის ლენტები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პროდუქციასთან და შესაბამისად ხშირად საჭიროებენ გაწმენდას ან გარეცხვას.


რატომ არის მნიშვნელოვანი საწყობი მარაგის შენახვა?
“ადამიანის სხეული ერთადერთი მანქანაა რომელსაც სათადარიგო ნაწილები არ აქვს.”
ჰერმან ბიგგსი
ბიგსის ამ გამოთქმის შემდეგ სამყარო შეიცვალა და დღესდღეობით ადამიანის სხეულსაც კი აქვს სათადარიგო ნაწილები. დანადგარები, ისევე როგორც ადამიანის სხეული, სამუდამო არ არის. ეს კი იმას ნიშნავს რომ რაღაც მომენტში რაღაც აუცილებლად გამოვა მწყობრიდან. საბედნიეროდ, ადამიანისაგან განსხვავებით, ნებისმიერი დანადგარის მწყობრში მოყვანაა შესაძლებელი თუ გაგაჩნიათ საკმარისი ოდენობა სათადარიგო ნაწილებისა და გყავთ გამოცდილი პერსონალი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმნიშვნელო ნაწილის მწყობრიდან გამოსვლაც კი, თქვენი დანადგარის გაჩერებას გამოიწვევს, ამას კი მთელი საწარმო ხაზის გაჩერება შეწიძლება მოყვეს. ეს კი უქმად გატარებული დრო და ფისკალური დანაკარგია. ამიტომ ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორსა და კოლეგას, იქონიონ საწყობში დანადგართა სათადარიგო ნაწილები, რათა დაზიანების გარდაუვალობის შემთხვევაში მათი შეკეთება და მწყობრში მოყვანა მოხდეს წუთების და არა კვირების განმავლობაში.
როგორ ვმართოთ სათადარიგო ნაწილების ლოგისტიკა?
პრობლემის ეფექტურად მოსაგვარებლად, მიჰყევით შემდეგ სიას:
- დანადგარების ნაწილთა ინვენტარიზაცია – სათითაოდ ყოველ დანადგარზე აღწერეთ ყველა ცვლადი ნაწილის ოდენობები, ეს დაგეხმარებათ გაიგოთ ექსპლუატაციისათვის რა ოდენობის და რა ტიპის სათადარიგო ნაწილები სჭირდება თითოეულ დანადგარს. აღწერეთ ისეთი ნაწილები როგორიცაა:
- ძრავები
- ლენტები
- საკისრები
- კბილანა, V ტიპის, ბრტყელი და მრგვალი ღვედები
- ექსპლუატაციის ხანგრძლივობის დადგენა – დაადგინეთ თითოეული აღწერილი ნაწილის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა რამდენ ხანს შეადგენს. ეს მოგცემთ საშუალებას გამოთვალოთ რა ინტენსივობით დაგჭირდებათ სათადარიგო ნაწილთა შეძენა.
- ფასების გამოკითხვა – გააგზავნეთ ნაწილთა სია მომწოდებლებთან რათა დაადგინოთ აღნიშნულ სათადარიგო ნაწილთა შესყიდვის საფასურები. ეს დაგეხმარებათ შეადგინოთ ყოველწლიური ბიუჯეტი, რომელიც გაიხარჯება სათადარიგო ნაწილებში და დანადგართა მომსახურებაში.
- დაადგინეთ პირობები – მოკითხეთ მომწოდებელს შემდეგი:
- მოწოდების დრო
- მოწოდების ადგილი
- შენახვის ოპტიმალური პირობები
- შეადგინეთ ბიუჯეტი – ბიუჯეტის შედგენისას გახსოვდეთ, რომ თითო ნაწილი საკმარისია მხოლოდ ერთხელ გამოვიდეს მწყობრიდან, შესაბამისად აუცილებელია გქონდეთ თითო დანადგარზე 1 კომპლექტი მაინც სათადარიგო ნაწილებისა, რათა მოხდეს მათი ეფექტური ჩანაცვლება.
- მოიმარაგეთ სათადარიგო ნაწილები – დაიმახსოვრეთ შემდეგი პრინციპი: ყოველთვის გქონდეთ 1 ცვლადი კომპლექტი სათადარიგო ნაწილებისა. თუ სათადარიგო ნაწილი ძვირი არაა, ოპტიმალური იქნება თუ გექნებათ 2 კომპლექტი, რადგან ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ შესაძლოა 1 კომპლექტს ჰქონდეს ქარხნული წუნი ან მოხვდეს შენახვისათვის შეუსაბამო გარემოში უნებლიედ, თანამშრომელმა დაუშვას შეცდომა და შემთხვევით დააზიანოს და ა.შ.
პირადი გამოცდილებით შემიძლია გაგიზიაროთ, რომ არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც ჩემთვის მოუმართავს კლიენტს მას შემდეგ რაც დანადგარს უკვე გაუფუჭდა სათადარიგო ნაწილი. ზოგ იშვიათ შემთხვევაში, ნაწილის მიხედვით, შესაძლებელია მისი სწრაფი ჩანაცვლება, თუმცა ეს მაინც დაკავშირებულია მინიუმ 1-2 დღესთან. ძირითად შემთხვევაში ისეთ სათადარიგო ნაწილებს, როგორიცაა სპეც. კბილანა თუ სხვა ტიპის ღვედები, ესაჭირეობა დამზადება და ჩამოტანა უცხოეთიდან, რაც მოგეხსენებათ აღნიშნულ მოწოდებს დროს ზრდის მინიუმ 2 კვირამდე მაინც. ეს არის თქვენი დაკარგული დრო და თანხები.
იმ კლიენტებისთვის, რომლებიც ჩვენთან მუდმივად მუშაობენ და ყოველწლიურად წინასწარ გვაწვდიან მათი სათადრიგო ნაწილების წლიური მოხმარების სიას, ჩვენი კომპანია მზადაა დაასაწყობოს ეს ნაწილები ჩვენს საწყობში. ასეთი მიდგომა მომგებიანია ჩვენი კლიენტებისთვის, რადგან ფულს ისინი იხდიან მხოლოდ იმ სატადარიგო ნაწილებისთვის, რომლებსაც ჩვენგან ყიდულობენ, მაგრამ ამავე დროს შეუძლიათ მიიღონ სათადარიგო ნაწილი მაქსიმალურად სწრაფად.მოკლედ: გამოსავალი ყოველთვის არის, ამიტომ, ჩემი რჩევაა ნუ აიტკივებთ აუტკივარ თავს, მოიმარაგეთ ნაწილები წინასწარ. იქონიეთ სწორი პოლიტიკა სათადარიგო ნაწილების მარაგის სამართავად.
ავტორი – გიორგი ფესვიანიძე
Add comment