Original Logo-recreated
  • პროდუქცია
    • სათადარიგო ნაწილები
      • ძრავ-რედუქტორები
      • კონვეიერის ლენტები
    • საწარმო ხაზები
    • ცალკეული დანდგარები
  • პარტნიორები
  • კლიენტები
  • ბლოგი
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
  • პროდუქცია
    • სათადარიგო ნაწილები
      • ძრავ-რედუქტორები
      • კონვეიერის ლენტები
    • საწარმო ხაზები
    • ცალკეული დანდგარები
  • პარტნიორები
  • კლიენტები
  • ბლოგი
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
შესვლა

Lost your password?

შესვლა
კალათა

კალათა ცარიელია

დაბურნდი მაღაზიაში
Shopping cart (0)
ჯამურად: 0,00 ₾

კალათის ნახვაშეძენა

კალათა 0,00 ₾

  • Georgian (Georgia)
    • Azerbaijani
    • English

თუ თქვენ აპირებთ შექმნათ ახალი საწარმო, ან გააუმჯობესოთ თქვენი საწარმოს ავტომატიზაცია, შეცვალოთ ძველი ან დააყენოთ ახალი საწარმო ხაზები, კონვეიერები ან საწყობი – კომპანია Motion Technology გახდება თქვენი სანდო პარტნიორი.

თუ თქვენ გჭირდებათ უმაღლესი ხარისხის კონვეიერის ლენტები, სოლისებრი ან კბილანა ღვედები, შკივები, ჯაჭვები, ელექტროკაბელები ან კაბელკანალები – ანუ ის სათადარიგო ნაწილები, რომელთა გარეშეც არ მუშაობენ კონვეიერები და საწარმო ხაზები – კომპანია Motion Technology გადაწყვეტს თქვენს პრობლემებს.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური ტექნიკური კონსულტაცია და გირჩიოთ გადაწყვეტა, რომელიც იქნება თქვენი საწარმოსთვის ყველაზე ოპტიმალური, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

ქარხანა, 2021 წელი

ძველი ვიდეო ჩვენი საწარმოს შესახებ.

მას შემდეგ ჩვენ საგრძნობლად გავიზარდეთ: როგორც ტექნიკური

აღჭურვილობის, ასევე წარმოებული დანადგარების ასორტიმენტის და ხარისხის თვალსაზრისით.

ბიზნეს კონკურსი

ზოგიერთ კლიენტს ჰგონია, რომ საქართველოში დამზადებული დანადგარი

უნდა იყოს ძალიან იაფი და უარესი ხარისხის, ვიდრე უცხოური.

ეს ასე არაა. ჩვენ ვაწარმოებთ დანადგარებს, რომლებიც ხარისხით არ ჩამოუვარდება უცხოურს.

მაგრამ ხარისხიანი პროდუქცია ვერ იქნება ძალიან იაფი.

სასწავლო კლასები

ჩვენს კომპანიაში USAID-თან თანამშრომლობის საშუალებით შეიქმნა სასწავლო კლასი, სადაც ვამზადებთ სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს.

2025 წლის მარტი

წარმოების სატრანსპორტო ლიფტი.

ეს მოწყობილობა გამოიყენება პროდუქციის 2 სიმაღლეზე გადასატანად.

მოწყობილობა აღჭურვილია სენსორებით და ავტომატური შესვენებებით.

2023 წლის აგვისტო

კონვეიერს გადააქვს სხვადასხვა შეფუთული პროდუქცია საწყობში.

ელევატორზე გამოიყენება მოდულარული ლენტი დაბალი პროფილებით რათა თავიდან ავიცილოთ პროდუქციის დაცურება, მიმყოლ კონვეიერზე გამოიყენება სპეციალურ გლუვ ზედაპირიანი PVC ლენტი რათა პროდუქციის კონვეიერის ბოლოში მისვლისას ზედაპირზე გაცურდეს და არ გახიოს შეფუთვა.

კონვეიერის კორპუსი დამზადებულია კონსტრუქციული ფოლადისაგან სპეციალური ანტი-კოროზიული შეღებვით.

2023 წლის იანვარი

კონვეიერი აწოდებს ორცხობილებს სპირალური გამაგრილებელი კონვეიერიდან საინსპექციო მაგიდამდე.

კონვეიერისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტი სპეციალური ჩანართებით, რომლებიც არ აძლევს საშუალებას ორცხობილებს, დაცურდნენ კონვეიერზე, მათი ზემოდან ქვემოთ ტრანსპორტირებისას.

კონვეიერის კორპუსი დამზადებულია გალვანიზირებული ფოლადისგან.

2022 წლის სექტემბერი

კლერტის და ჭაჭის გამომტანი L-ტიპის კონვეიერი განსაზღვრულია მცირე ღვინის ქარხნებისთის და მისი ფუნქციაა კლერტი და ჭაჭა დატვირთოს მანქანებზე, ან მისაბმელებზე.

ელევატორი აღჭურვილია ფიქსატორიანი ბორბლებით, რაც საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი გადაადგილება.

ელევატორისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტი. ელევატორის კორპუსი დამზადებულია სპეციალური საღებავით შეღებილი კონსტრუქციული ფოლადისგან.

2022 წლის სექტემბერი

კლიენტის დავალება იყო შეგვექმნა ჭაჭის გამომტანი სისტემა, რომელსაც შეეძლებოდა საწურებიდან ჭაჭა დატვირთა როგორც სატვირთო მანქანებზე, ასევე მიეწოდებინა საწინააღმდეგო მიმართულებით და შეეტანა შენობაში, ჭაჭის გამომხდელ დანადგარში ჩასატვირთად.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად ჩვენ დავამზადეთ რევერსული კონვეიერი, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს ჭაჭა ორივე მიმართულებით, L-ტიპის ელევატორი ჭაჭის მანქანაზე დასატვირთად, Z-ტიპის ვერტიკალური ელევატორი ჭაჭის ჰორიზონტალურ კონვეიერზე მისაწოდებლად, რომელიც ჭაჭას ჩაყრის ჭაჭის გამოსახდელ დანადგარში.

კონვეიერებისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტები. კონვეიერების კორპუსი დამზადებულია სპეციალური საღებავით შეღებილი კონსტრუქციული ფოლადისგან.

აგვისტო, 2022 წელი

აქ წარმოდგენილია ღეროსა და ღეროს გადამზიდავი კონვეიერის სისტემა: 12 მეტრიანი ჰორიზონტალური კონვეიერი, რომელიც კვებავს პროდუქტს 8,75 მეტრის დახრილ კონვეიერს. ამის შემდეგ, პროდუქტი იტვირთება სატვირთო მანქანებზე.

მოდულური ლენტები გამოიყენება კონვეიერებისთვის. კონვეიერების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

აგვისტო, 2022 წელი

აქ წარმოდგენილია კლერტის გამომტანი კონვეიერული სისტემა: 17-მეტრიანი L-ტიპის კონვეიერი, რომელსაც ამოაქვს კლერტი კლერტგამცლელებიდან და გადააწოდებს 7,5 მეტრიან ჰორიზონტალურ კონვეიერს. ამის შემდგომ კლერტი იტვირთება სატვირთო მანქანებზე.

კონვეიერებისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტები. კონვეიერების კორპუსი დამზადებულია სპეციალური საღებავით შეღებილი კონსტრუქციული ფოლადისგან.

2022 წლის ივლისი

ამოცანა იყო უკვე არსებული გერმანული წარმოშობის ბოთლების დამგროვებეილი კონვეიერის მოდენიზაცია და დაგროვების მონაკვეთის სიგრძის ორჯერ გაზრდა.

ამოცანა წარმატებულად იქნა შესრულებული.

კონვეიერისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტი. კონვეიერის კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

2021 წლის სექტემბერი

ჩვენს მიერ დამზადებული ეს ორი 12 მეტრიანი კონვეიერი, ყურძნის ზეთის ნამცხვარს საწნეხი მანქანიდან გადააქვს შემგროვებელ ბუნკერში, საიდანაც ზეთის ნამცხვარი ჩაიტვირთება სატვირთო მანქანებზე.

მოდულური ღვედები, რომლებიც გამოიყენებოდა ამ კონვეიერებში, უფრო შეკეთებადია და იოლია, ვიდრე PVC ღვედები, რომლებსაც აქამდე ვიყენებდით ამ ტიპის კონვეიერებისთვის.

2021 წლის სექტემბერი

L-ტიპის კონვეიერი, რომლის ფუნქციაა ჭაჭის და კლერტის დატვირთვა სატვირთო მანქანებზე, დავამზადეთ და გავუშვით კიდევ ერთი ღვინის ქარხნისთვის კახეთში.

მოდულარული ლენტი, რომელიც აქ გამოვიყენეთ, ადვილებს დანადგარის მომსახურებას, ბორბლები კი, რომლითაც აღვჭურვეთ კოვეიერი, კლიენტს საშუალებას მისცემს, რთველის დასრულების შემდგომ შეაგოროს დანადგარი შენობაში და შეინახოს იქ შემდეგ წლამდე.

2020 წლის სექტემბერი

წინა ვიდეოში ჩვენ ვაჩვენეთ ამ კონვეიერების სატესტო გაშვება. ახლა შეგვიძლია ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი პრაქტიკაში.

მათი საერთო სიგრძე 25,5 მეტრია და მათი ფუნქციაა კლერტის და ჭაჭის ამოტანა და სატვირთო მანქანებში მიწოდება.

2020 წლის სექტემბერი

2020 წლის 3 სექტემბერს ჩავატარეთ ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებული სამი კონვეიერის სატესტო ჩართვა.

მათი საერთო სიგრძე 25,5 მეტრია და მათი ფუნქციაა კლერტის და ჭაჭის ამოტანა და სატვირთო მანქანებში მიწოდება.

ცოტა სასაცილოდ კი გამოიყურება მუყაოს ყუთის ნაგლეჯები, რომლებიც დავყარეთ კონვეიერებზე იმის შესამოწმებლად, რომ ყველაფერი მუშაობს, მაგრამ სულ მალე რთველი დაიწყება და ჩვენი პროდუქცია შეძლებს თავისი რეალური ფუნქციის შესრულებას.

კონვეიერები დამზადდა ერთ-ერთი ღვინის ქარხნისთვის კახეთის რეგიონში.

ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორებს წარმატებას!

  • კომპანია

    • ჩვენს შესახებ

    • ბლოგი

    • პარტნიორები

    • კლიენტები

  • მაღაზია

    • საწარმო ხაზები

    • ცალკეული დანადგარები

    • სათადარიგო ნაწილები

  • დახმარება

    • დაგვიკავშირდით

    • კონფიდენციალურობა

საკონტაქტო ინფორმაცია

GEO +995 593 20 42 22
AZE +994 70 230 40 06
motechpost@gmail.com
Facebook Instagram Whatsapp Youtube

Copyright © 2025 Powered by –