Original Logo-recreated
  • პროდუქცია
    • სათადარიგო ნაწილები
      • ძრავ-რედუქტორები
      • კონვეიერის ლენტები
    • საწარმო ხაზები
    • ცალკეული დანდგარები
  • პარტნიორები
  • კლიენტები
  • ბლოგი
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
  • პროდუქცია
    • სათადარიგო ნაწილები
      • ძრავ-რედუქტორები
      • კონვეიერის ლენტები
    • საწარმო ხაზები
    • ცალკეული დანდგარები
  • პარტნიორები
  • კლიენტები
  • ბლოგი
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
შესვლა

Lost your password?

შესვლა
კალათა

კალათა ცარიელია

დაბურნდი მაღაზიაში
Shopping cart (0)
ჯამურად: 0,00 ₾

კალათის ნახვაშეძენა

კალათა 0,00 ₾

  • Georgian (Georgia)

დავგეგმოთ საწარმო სწორად

დეკემბერი 13, 2024 /Posted byGeorge Pesvianidze / 128 / 0

თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა არასწორად შედგენილი პროექტი, არაადეკვატური ბიუჯეტირება, საწარმო შესაძლებლობებისა და წარმადობის მოთხოვნების შეუსაბამობა და ა.შ.

აღნიშნული შეცდომები ხშირად ფატალურია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მეურნეობებისათვისაც. აქედან გამომდინარე, წარმატებული საწარმოს შექმნისა თუ განვითარებისათვის იმპერატიულია გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა თქვენმა წარმოებამ შეძლოს მიიღოს მაქსიმალური მოგება მინიმალური დანახარჯით.

„100-ჯერ დათვალე, ერთხელ დახარჯე“

მოდით, ჩამოვთვალოთ კრიტერიუმები, რომლებიც საჭიროა გავითვალისწინოთ სამეურნეო საწარმოს სწორი პროექტირებისთვის:

  1. შეადგინეთ ბიუჯეტი – დათვალეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და მოიძიეთ თანადაფინანსების პროექტებზე ინფორმაცია.
  2. დათვალეთ მოსავალი – დავთვალეთ თქვენი სეზონური მოსავლის მოცულობა, ეს დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ მყარი ბაზა სამომავლო განვითარებისათვის.
  3. გათვალეთ საჭირო წარმადობა – მოსავლის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ მიხვდეთ თუ რა წარმადობა გჭირდებათ კონკრეტულ პროდუქტზე. საწარმოს წარმადობის სწორად გათვლა აუცილებელია, ეს დაგეხმარებათ რაც შეიძლება ეფექტურად მოახერხოთ პროექტის თვითღირებულების ამოღება.
  4. მოიძიეთ აპარატურა – წარმადობის დათვლის შემდეგ საჭიროა რომ მოიძიოთ სათანადო აპარატურა.
  5. გაეცანით მომწოდებელს – აპარატურის მოძიების შემდეგ გაეცანით მომწოდებლის პირობებს, ისეთს, როგორიცაა: მონტაჟი, აპარატურის ტრანსპორტირება, სერვისი და სათანადო ექსპლუატაცია.
  6. შეადგინეთ შენობის პროექტი – აპარატურის მოძიების შემდგომ უნდა შედგეს შენობის პროექტი, საწარმო ხაზის მოთხოვნოლებების შესაბამისად. გახსოვდეთ, შენობის პროექტირებისას თქვენმა არქიტექტორმა უნდა გაითვალისწინოს საწარმოს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები (OSHA).
  7. დააკორექტირეთ ბიუჯეტი – მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მიიღეთ გადაწყვეტილება, შეგიძლიათ თუ არა სასურველი პროექტის რეალიზება სრული მასშტაბით, თუ საჭიროა მისი დაყოფა ეტაპებად თქვენი შემოსავლებიდან გამომდინარე.

აღნიშნული 7 პუნქტი თქვენ მოგცემთ საშუალებას სწორად შეუთავსოთ ერთმანეთს თქვენი სურვილები და შესაძლებლობები. აუცილებელია არ იჩქაროთ, დაიცვათ პუნქტთა თანმიმდევრობა, მაგალითად – არ ააგოთ შენობა მანამ, სანამ დანადგარები და მათი კომპლექტაცია არ არის შერჩეული. ან პირიქით: არ იყიდოთ დანადგარები ისე, რომ შენობა ჯერ არ გქონდეთ გამზადებული.

თუ არ გაქვთ მსგავსი გამოცდილება, ან არ გყოფნით ცოდნა – მაშინ აჯობებს მოგვმართოთ ჩვენ, ან რომელიმე სპეციალიზირებულ კომპანიას, რომელიც დაგეხმარებათ პროექტის სწორად შედგენაში და მის რეალიზაციაში.

ყოველთვის გახსოვდეთ: “100-ჯერ დათვალე, ერთხელ დახარჯე”

ავტორი: სანდრო გამცემლიძე

Tags: გეგმა, დაგეგმარება, საწარმო
მოვემზადოთ რთველისათვის
სათადარიგო ნაწილების მარაგების...

Add comment კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

  • კომპანია

    • ჩვენს შესახებ

    • ბლოგი

    • პარტნიორები

    • კლიენტები

  • მაღაზია

    • საწარმო ხაზები

    • ცალკეული დანადგარები

    • სათადარიგო ნაწილები

  • დახმარება

    • დაგვიკავშირდით

    • კონფიდენციალურობა

საკონტაქტო ინფორმაცია

GEO +995 593 20 42 22
AZE +994 70 230 40 06
motechpost@gmail.com
Facebook Instagram Whatsapp Youtube

Copyright © 2025 Powered by –