თუ თქვენ აპირებთ შექმნათ ახალი საწარმო, ან გააუმჯობესოთ თქვენი საწარმოს ავტომატიზაცია, შეცვალოთ ძველი ან დააყენოთ ახალი საწარმო ხაზები, კონვეიერები ან საწყობი - კომპანია Motion Technology გახდება თქვენი სანდო პარტნიორი.
თუ თქვენ გჭირდებათ უმაღლესი ხარისხის კონვეიერის ლენტები, სოლისებრი ან კბილანა ღვედები, შკივები, ჯაჭვები, ელექტროკაბელები ან კაბელკანალები - ანუ ის სათადარიგო ნაწილები, რომელთა გარეშეც არ მუშაობენ კონვეიერები და საწარმო ხაზები - კომპანია Motion Technology გადაწყვეტს თქვენს პრობლემებს.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური ტექნიკური კონსულტაცია და გირჩიოთ გადაწყვეტა, რომელიც იქნება თქვენი საწარმოსთვის ყველაზე ოპტიმალური, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.
საწარმო, 2021 წელი
ძველი ვიდეო ჩვენი საწარმოს შესახებ.
მას შემდეგ ჩვენ საგრძნობლად გავიზარდეთ: როგორც ტექნიკური
აღჭურვილობის, ასევე წარმოებული დანადგარების ასორტიმენტის და ხარისხის თვალსაზრისით.
ჯანსაღი კონკურენცია
ზოგიერთ კლიენტს ჰგონია, რომ საქართველოში დამზადებული დანადგარი
უნდა იყოს ძალიან იაფი და უარესი ხარისხის, ვიდრე უცხოური.
ეს ასე არაა. ჩვენ ვაწარმოებთ დანადგარებს, რომლებიც ხარისხით არ ჩამოუვარდება უცხოურს.
მაგრამ ხარისხიანი პროდუქცია ვერ იქნება ძალიან იაფი.
სასწავლო კლასები
ჩვენს კომპანიაში USAID-თან თანამშრომლობის საშუალებით შეიქმნა სასწავლო კლასი, სადაც ვამზადებთ სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს.
აგვისტო, 2023 წელი
კონვეიერს გადააქვს სხვადასხვა შეფუთული პროდუქცია საწყობში.
ელევატორზე გამოიყენება მოდულარული ლენტი დაბალი პროფილებით რათა თავიდან ავიცილოთ პროდუქციის დაცურება, მიმყოლ კონვეიერზე გამოიყენება სპეციალურ გლუვ ზედაპირიანი PVC ლენტი რათა პროდუქციის კონვეიერის ბოლოში მისვლისას ზედაპირზე გაცურდეს და არ გახიოს შეფუთვა.
კონვეიერის კორპუსი დამზადებულია კონსტრუქციული ფოლადისაგან სპეციალური ანტი-კოროზიული შეღებვით.
იანვარი, 2023 წელი
კონვეიერი აწოდებს ორცხობილებს სპირალური გამაგრილებელი კონვეიერიდან საინსპექციო მაგიდამდე.
კონვეიერისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტი სპეციალური ჩანართებით, რომლებიც არ აძლევს საშუალებას ორცხობილებს, დაცურდნენ კონვეიერზე, მათი ზემოდან ქვემოთ ტრანსპორტირებისას.
კონვეიერის კორპუსი დამზადებულია გალვანიზირებული ფოლადისგან.