GEO

AZE

MAIL

+995 593 20 42 22

+994 70 230 40 06

motechpost@gmail.com

თუ თქვენ აპირებთ შექმნათ ახალი საწარმო, ან გააუმჯობესოთ თქვენი საწარმოს ავტომატიზაცია, შეცვალოთ ძველი ან დააყენოთ ახალი საწარმო ხაზები, კონვეიერები ან საწყობი -  კომპანია Motion Technology გახდება თქვენი სანდო პარტნიორი.

 

თუ თქვენ გჭირდებათ უმაღლესი ხარისხის კონვეიერის ლენტები, სოლისებრი ან კბილანა ღვედები, შკივები, ჯაჭვები, ელექტროკაბელები ან კაბელკანალები - ანუ ის სათადარიგო ნაწილები, რომელთა გარეშეც არ  მუშაობენ კონვეიერები და საწარმო ხაზები - კომპანია Motion Technology გადაწყვეტს თქვენს პრობლემებს.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური ტექნიკური კონსულტაცია და გირჩიოთ გადაწყვეტა, რომელიც იქნება თქვენი საწარმოსთვის ყველაზე ოპტიმალური, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

სექტემბერი, 2022 წელი

კლიენტის დავალება იყო შეგვექმნა ჭაჭის გამომტანი სისტემა, რომელსაც შეეძლებოდა საწურებიდან ჭაჭა დატვირთა როგორც სატვირთო მანქანებზე, ასევე მიეწოდებინა საწინააღმდეგო მიმართულებით და შეეტანა შენობაში, ჭაჭის გამომხდელ დანადგარში ჩასატვირთად.

 

ამ ამოცანის გადასაწყვეტად ჩვენ დავამზადეთ რევერსული კონვეიერი, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს ჭაჭა ორივე მიმართულებით, L-ტიპის ელევატორი ჭაჭის მანქანაზე დასატვირთად, Z-ტიპის ვერტიკალური ელევატორი ჭაჭის ჰორიზონტალურ კონვეიერზე მისაწოდებლად, რომელიც ჭაჭას ჩაყრის ჭაჭის გამოსახდელ დანადგარში.

 

კონვეიერებისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტები. კონვეიერების კორპუსი დამზადებულია სპეციალური საღებავით შეღებილი კონსტრუქციული ფოლადისგან.

სექტემბერი, 2022 წელი

კლერტის და ჭაჭის გამომტანი L-ტიპის კონვეიერი განსაზღვრულია მცირე ღვინის ქარხნებისთის და მისი ფუნქციაა კლერტი და ჭაჭა დატვირთოს მანქანებზე, ან მისაბმელებზე.

 

ელევატორი აღჭურვილია ფიქსატორიანი ბორბლებით, რაც საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი გადაადგილება.

 

ელევატორისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტი. ელევატორის კორპუსი დამზადებულია სპეციალური საღებავით შეღებილი კონსტრუქციული ფოლადისგან.

აგვისტო, 2022 წელი

აქ წარმოდგენილია კლერტის გამომტანი კონვეიერული სისტემა: 12-მეტრიანი ჰორიზონტალური კონვეიერი, რომელიც აწოდებს კლერტს 8,75 მეტრიან დახრილ კონვეიერს. ამის შემდგომ კლერტი იტვირთება სატვირთო მანქანებზე.

 

კონვეიერებისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტები. კონვეიერების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

აგვისტო, 2022 წელი

აქ წარმოდგენილია კლერტის გამომტანი კონვეიერული სისტემა: 17-მეტრიანი L-ტიპის კონვეიერი, რომელსაც ამოაქვს კლერტი კლერტგამცლელებიდან და გადააწოდებს 7,5 მეტრიან ჰორიზონტალურ კონვეიერს. ამის შემდგომ კლერტი იტვირთება სატვირთო მანქანებზე.

 

კონვეიერებისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტები. კონვეიერების კორპუსი დამზადებულია სპეციალური საღებავით შეღებილი კონსტრუქციული ფოლადისგან.

ივლისი, 2022 წელი

ამოცანა იყო უკვე არსებული გერმანული წარმოშობის ბოთლების დამგროვებეილი კონვეიერის მოდენიზაცია და დაგროვების მონაკვეთის სიგრძის ორჯერ გაზრდა.

 

ამოცანა წარმატებულად იქნა შესრულებული.

 

კონვეიერისთვის გამოყენებულია მოდულარული ლენტი. კონვეიერის კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

1  2  3