L ტიპის ელევატორი
L ტიპის ელევატორი გამოიყენება ნედლეულის ან მზა პროდუქციის გადასატანად.
გამოიყენება როგორც ცალკეული დანადგარი ან საწარმო ხაზის შემადგენელი ნაწილი.
კონვეიერი შესაძლოა იყოს აღჭურვილი - PU, PVC ან პლასტიკის მოდულარული ლენტით - იქედან გამომდინარე, თუ რა ტიპის პროდუქციის გადატანა იქნება საჭირო.
შეიძლება იქნას აღჭურვილი:
• მოძრაობის სიჩქარის მარეგულირებელი მოწყობილობით.
• ჩამოტვირთვის ნაწილში - მეორე კონვეიერით, რომელიც გაანაწილებს პროდუქციას სხვადასხვა ყუთებში.
• გამჭვირვალე დამცავი ყუთით და სახურავით.
• საყრდენ ფეხებზე: ფიქსატორიანი ბორბლებით - რათა გაადვილდეს მისი ადგილის შეცვლა.
• საყრდენ ფეხებზე: სიმაღლის მარეგულირებელი საყრდენებით.
მზადდება როგორც ჩვეულებრივი, ასევე უჟანგავი ფოლადისაგან.
ზომები და წარმადობა განისაზღვრება კლიენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.