საინსპექციო მაგიდა დასამუშავებელი დაფებით
გამოიყენება ნედლეულის ხარისხის კონტროლისათვის და დამუშავებისთვის.
გამოიყენება როგორც ცალკეული დანადგარი ან საწარმო ხაზის შემადგენელი ნაწილი.
აღჭურვილია დასამუშავებელი დაფებით, ჰორიზონტალური კონვეიერით და დამატებითი განათებით, რათა მომუშავეებს გაუადვილდეთ პროდუქციის ინსპექტირება.
შესაძლოა აღიჭურვოს გამყოფებით, ნედლეულის ან პროდუქციის რამდენიმე ფრაქციად გასაყოფად.
კონვეიერი შესაძლოა იყოს როგორც ლენტური - PU, PVC ან პლასტიკის მოდულარული ლენტით, ასევე გორგოლაჭებიანი (როლგანგი) - იქედან გამომდინარე, თუ რა ტიპის პროდუქციის ინსპექტირება იქნება საჭირო.
შეიძლება იქნას აღჭურვილი:
• საყრდენ ფეხებზე ფიქსატორიანი გორგოლაჭებით - რათა გაადვილდეს მისი ადგილის შეცვლა.
• ლენტის მოძრაობის სიჩქარის მარეგულირებელი მოწყობილობით.
მზადდება როგორც ჩვეულებრივი, ასევე უჟანგავი ფოლადისაგან.
გაბარიტები და წარმადობა განისაზღვრება კლიენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.