კონვეიერი სიმაღლის რეგულირებით
გამოიყენება ნედლეულის ან მზა პროდუქციის გადასატანად.
გამოიყენება როგორც ცალკეული დანადგარი ან საწარმო ხაზის შემადგენელი ნაწილი.
კონვეიერი შესაძლოა იყოს აღჭურვილი - PU, PVC, რეზინის ან პლასტიკის მოდულარული ლენტით - იქედან გამომდინარე, თუ რა ტიპის პროდუქციის გადატანა იქნება საჭირო.
კონვეიერის დახრის სიმაღლე რეგულირებადია, რაც იძლევა საშუალებას, მიეწოდოს პროდუქცია სხვადასხვა სიმაღლეზე.
კონვეიერის დახრის კუთხის რეგულირება შესაძლოა იყოს როგორც მანუალური (ხელით) ან ავტომატიზირებული.
შეიძლება იქნას აღჭურვილი:
• მოძრაობის სიჩქარის მარეგულირებელი მოწყობილობით.
• რეგულირებადი ბორტებით, ლენტზე მოძრავი პროდუქციის საუკეთესო პოზიციონირებისათვის.
• საყრდენ ფეხებზე: ფიქსატორიანი ბორბლებით - რათა გაადვილდეს მისი ადგილის შეცვლა.
• საყრდენ ფეხებზე სიმაღლის მარეგულირებელი საყრდენებით.
მზადდება როგორც ჩვეულებრივი, ასევე უჟანგავი ფოლადისაგან.
გაბარიტები და წარმადობა განისაზღვრება კლიენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.