GEO

AZE

MAIL

+995 593 20 42 22

+994 70 230 40 06

motechpost@gmail.com

თუ თქვენ აპირებთ შექმნათ ახალი საწარმო, ან გააუმჯობესოთ თქვენი საწარმოს ავტომატიზაცია, შეცვალოთ ძველი ან დააყენოთ ახალი საწარმო ხაზები, კონვეიერები ან საწყობი -  კომპანია Motion Technology გახდება თქვენი სანდო პარტნიორი.

 

თუ თქვენ გჭირდებათ უმაღლესი ხარისხის კონვეიერის ლენტები, სოლისებრი ან კბილანა ღვედები, შკივები, ჯაჭვები, ელექტროკაბელები ან კაბელკანალები - ანუ ის სათადარიგო ნაწილები, რომელთა გარეშეც არ  მუშაობენ კონვეიერები და საწარმო ხაზები - კომპანია Motion Technology გადაწყვეტს თქვენს პრობლემებს.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური ტექნიკური კონსულტაცია და გირჩიოთ გადაწყვეტა, რომელიც იქნება თქვენი საწარმოსთვის ყველაზე ოპტიმალური, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

2021 წლის 17 სექტემბერი

ჩვენს მიერ დამზადებული ეს ორი თორმეტმეტრიანი კონვეიერი გადაიტანს ჭაჭას საწური დანადგარებიდან დასაგროვებელ ბუნკერში, საიდანაც შემდგომ ჭაჭა დაიტვირთება  სატვირთო მანქანებში.

 

მოდულარული ლენტები, რომლებიც გამოვიყენეთ ამ კონვეიერებში, უფრო რემონტისუნარიანია და ადვილია ექსპლუატაციაში, ვიდრე PVC ლენტები, რომლებსაც ჩვენ აქამდე ვიყენებდით მსგავსი დანადგარების დამზადებისას.

2021 წლის 3 სექტემბერი

L-ტიპის კონვეიერი, რომლის ფუნქციაა ჭაჭის და კლერტის დატვირთვა სატვირთო მანქანებზე, დავამზადეთ და გავუშვით კიდევ ერთი ღვინის ქარხნისთვის კახეთში.

 

მოდულარული ლენტი, რომელიც აქ გამოვიყენეთ, ადვილებს დანადგარის მომსახურებას, ბორბლები კი, რომლითაც აღვჭურვეთ კოვეიერი, კლიენტს საშუალებას მისცემს, რთველის დასრულების შემდგომ  შეაგოროს  დანადგარი შენობაში და შეინახოს იქ  შემდეგ წლამდე.

ვრცლად

2020 წლის 20 სექტემბერი

წინა ვიდეოში ჩვენ ვაჩვენეთ ამ კონვეიერების სატესტო გაშვება. ახლა შეგვიძლია ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი პრაქტიკაში.

 

მათი საერთო სიგრძე 25,5 მეტრია და მათი ფუნქციაა კლერტის და ჭაჭის ამოტანა და სატვირთო მანქანებში მიწოდება.

 

2020 წლის 3 სექტემბერი

2020 წლის 3 სექტემბერს ჩავატარეთ ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებული სამი კონვეიერის სატესტო ჩართვა.

მათი საერთო სიგრძე 25,5 მეტრია და მათი ფუნქციაა კლერტის და ჭაჭის ამოტანა და სატვირთო მანქანებში მიწოდება.

ცოტა სასაცილოდ კი გამოიყურება მუყაოს ყუთის ნაგლეჯები, რომლებიც დავყარეთ კონვეიერებზე იმის შესამოწმებლად, რომ ყველაფერი მუშაობს, მაგრამ სულ მალე რთველი დაიწყება და ჩვენი პროდუქცია შეძლებს თავისი რეალური ფუნქციის შესრულებას.

კონვეიერები დამზადდა ერთ-ერთი ღვინის ქარხნისთვის კახეთის რეგიონში.

ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორებს წარმატებას!