GEO

AZE

MAIL

+995 555 18 87 00

+994 70 230 40 06

motechpost@gmail.com

Motion Technology არის ოფიციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთი კომპანიებისა, როგორიცაა:

იტალიური კომპანია CHIORINO დაარსებულია 1906 წელს. დღეს-დღეობით ეს არის  PVC და PU კონვეიერების ლენტების, სხვადასხვა ტიპის ტრანსმისიული, კბილანა თუ სპეციალური ტიპის ღვედების მსოფლიოში ერთერთი წამყვანი მწარმოებელი. უმაღლესი ხარისხი და მისაღები ფასები - ეს არის ამ კომპანიის საფირმო ნიშანი.

პოლონური კომპანია MaxBelt აწარმოებს ყველა ტიპის კბილანა შკივებს: ფოლადი, პლასტიკი ალუმინი. კომპანია ცნობილია თავისი პროდუქციის უმაღლესი ხარისხით.

იტალიური კომპანია FlexLink არის მსოფლიოში კონვეიერების და კონვეიერული სისტემების წარმოების ერთ-ერთი ლიდერი. ამ კომპანიის ძალებშია მოახდინოს ნებისმიერი სიდიდის საწარმოს, საწყობის ან ტერმინალის სრული აღჭურვა კონვეიერული სისტემებით და მათი ავტომატიზირებული მართვის პროგრამული პროდუქტებით.

გერმანული კომპანია Minebea Intec ეფუძნება 150 წელზე მეტი დროის გამოცდილებას და არის ინდუსტრიული სასწორების და საინსპექციო დანადგარების წამყვანი მწარმოებელი. კომპანიის პროდუქცია საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ გადამამუშავებელი ინდუსტრიის საწარმო და შესაფუთი ხაზების სანდოობა და ეფექტურობა.

ქართული კომპანია Motion Technology აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კონვეიერებს, ბარბოტაჟულ სარეცხ მანქანებს და ბევრ სხვა პროდუქციას: კვების მრეწველობის, ფარმაცევტიკის, თამბაქოს და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების საწარმოებისთვის, საწყობების და ტერმინალების ავტომატიზაციისთვის.

თურქული კომპანია I-Mak, 1973 წლიდან აწარმოებს და ანვითარებს ძრავ-რედუქტორებს. 500,000-ზე მეტი პროდუქცის სახეობით I-Mak მომხმარებლებსა და პარტნიორებს სთავაზობს საუკეთესო გადაწყვეტებს აპლიკაციისა და საწარმო მოწყობილობებისათვის

ყველა კომპანია, რომელითანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ერთ-ერთი ლიდერია თავის სფეროში.

 

პროდუქცია, რომელსაც ისინი აწარმოებენ, გამოიყენება კვების მრეწველობაში, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში,  სოფლის მეურნეობაში, ფარმაცევტიკაში, მაცივრებში, ტიპოგრაფიებში, ქაღალდის, მუყაოს და შესაფუთი მასალების წარმოებაში, აეროპორტებში, საწყობებში, საფოსტო ტერმინალებში და ბევრ სხვა ადგილას, სადაც აუცილებელია წარმოების ავტომატიზაცია.