მოხვევადი კონვეიერი
მოხვევადი კონვეიერი გამოიყენება პროდუქციის მისაწოდებლად მომდევნო დანადგარზე 90 გრადუსიანი მოხვევით.
გამოიყენება როგორც საწარმო ხაზის შემადგენელი ნაწილი.
კონვეიერი შესაძლოა იყოს როგორც ლენტური - პლასტიკის მოდულარული ლენტით, ასევე გორგოლაჭებიანი (როლგანგი) - იქედან გამომდინარე, თუ რა ტიპის პროდუქციის გადატანა იქნება საჭირო.
შეიძლება იქნას აღჭურვილი:
• ლენტის მოძრაობის სიჩქარის მარეგულირებელი მოწყობილობით.
• რეგულირებადი ბორტებით, ლენტზე მოძრავი პროდუქციის საუკეთესო პოზიციონირებისათვის.
• საყრდენ ფეხებზე ფიქსატორიანი ბორბლებით - რათა გაადვილდეს მისი ადგილის შეცვლა.
• საყრდენ ფეხებზე სიმაღლის მარეგულირებელი საყრდენებით.
მზადდება როგორც ჩვეულებრივი, ასევე უჟანგავი ფოლადისაგან.
ზომები და წარმადობა განისაზღვრება კლიენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.